არჩილ ტატუნაშვილის მამა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთელ საქართველოს მადლობას უხდის

არჩილ ტატუნაშვილის მამა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთელ საქართველოს მადლობას უხდის

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, მადლობას  უხდის, რომ თავისი შვილის უკანასკნელი სურვილი ასრულდა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება მოგვცეს. მადლობა მინდა მთლიანად საქართველოს გადავუხადო თანადგომისთვის“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებთან. 

არჩილ ტატუნაშვილი, თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237