მაკკეინი: მას მერე, რაც ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა, არ შეიძლება ლიდერად მიიჩნეოდეს

მაკკეინი: მას მერე, რაც ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა, არ შეიძლება ლიდერად მიიჩნეოდეს

"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეიძლება თავისუფალი მსოფლიოს ლიდერად მიიჩნეოდეს მას მერე, რაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყალბ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.

"ამერიკელი პრეზიდენტი არ შეიძლება თავისუფალი მსოფლიოს ლიდერად მიიჩნეოდეს, თუ იგი ყალბ არჩევნებში დიქტატორს გამარჯვებას მიულოცავს. ამავდროულად, ამ მილოცვით ტრამპი შეურაცხყოფას აყენებს რუსეთის იმ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც უარი უთხრეს ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის სამართლიანი და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში, მათ შორის იმ რუს პატრიოტებს, რომლებიც ძალიან რისკავდნენ, როდესაც პუტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ მას", - განაცხადა სენატორმა.

ტრამპმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება 20 მარტს მიულოცა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში შესაძლოა პუტინს შეხვდეს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პუტინს გამარჯვება მიულოცეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ვენესუელის, გერმანიის, ყაზახეთის. ყირგიზეთის, ჩინეთის, კუბის, მოლდოვის, სირიის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერებმა. პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა კი მილოცვაზე უარი საჯაროდ თქვეს.

მომღერალი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა

მომღერალი რიანა ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა

6 წუთის წინ

რიანა, რომელიც ასევე ფილმშია გადაღებული და Fenty-ს ბრენდს ფლობს, ბარბადოსის ხელისუფლებისგან შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, განათლების, ტურიზმისა და საინვესტიციო საკითხების მოგვარებას დაიწყებს. მომღერალი 2008 წელს უკვე გახდა ბარბადოსის...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172