კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობენ

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობენ

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობენ ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში.  მეორე კოლეგიამ „საქართველოს მოქალაქეების - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.


მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კანონის 30-ე მუხლი ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, იმ პირობებში როდესაც აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო ასევე არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას - დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

„იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩარევა, დაზიანება ან გადაკეთება, სახელმწიფო მას ვერც აფრთხილებს, ვერ აჯარიმებს, ვერ იყენებს მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ამიტომ ჩენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთის მხრივ არის უთანასწრო მოპყრობა, იმიტომ, რომ დანარჩენ ყველა მესაკუთღეს-კერძო თუ იურიდიულ პირს სახელმწიფო აკისრებს ამ პასუხისმგებლობას, გარდა რელიგიური ორგანიზაციებისა.“-განაცხადა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა იურისტმა გიორგი ჩიტიძემ.

პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კოდექსის ახალ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სადაო საკითხის სრულყოფილი რეგულირების საშუალებას იძლევა. სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.

გიორგი დონაძე: ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია, მასზე ზრუნვა კი მუდმივი პროცესი

გიორგი დონაძე: ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია, მასზე ზრუნვა კი მუდმივი პროცესი

5 საათის წინ

ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომელიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად, მთელ საქართველოში 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 800-მდე...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126