გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღებში სამზარეულოების მდგომარეობა შეამოწმა

გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღებში სამზარეულოების მდგომარეობა შეამოწმა

  • iRegions.Ge
  • 20 მარტი, 2018
  • 06:17
  • ადმინისტრატორი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მოულოდნელად მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა და სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა შეამოწმა. როგორც ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, შაშიანის, ჩუმლაყის, კალაურის #1 და #2 საბავშვო ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, აღნიშნულ ბაღებში სამზარეულოები სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმც არსებობს ხარვეზებიც. ბაღები უზრუნველყოფილია წყლით, მოწესრიგებულია სავენტილაციო სისტემა, იატაკები შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს, დაცულია ჰიგიენური ნორმები. კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს შაშიანის და ჩუმლაყის საბავშვო ბაღების სამზარეულოები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით საბავშვო ბაღებში სამზარეულოს ძირითად პრობლემას წარმოადგენდა არაეფექტური ვენტილაცია, რომელიც ამ დროისთვის მოგვარებულია. ზოგიერთ მათგანში არაეფექტური ვენტილაციის გამო დაზიანდა კედლები, ჭერი და საჭიროებს კოსმეტიკური რემონტის ჩატარებას. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და არსებული პრობლემების მოგვარებას მერია ეტაპობრივად მოახდენს. 

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

4 საათის წინ

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექი ანიაღვრე არხებმა გაატარა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080