"თავისუფალი დემოკრატები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სოლიდარობას უცხადებს

"თავისუფალი დემოკრატები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს სოლიდარობას უცხადებს

"თავისუფალი დემოკრატები" სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და დღევანდელ ფაქტს გმობენ. მათი შეფასებით, ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია ახსნილი და გამართლებულ იქნეს რომელიმე, მათ შორის რელიგიური, გრძნობის შეურაცხყოფით. "თავისუფალი დემოკრატები" მომხდარი ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.   

"ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთავი ორს, რომლის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს დღეს თავს დაესხა აგრესიული მოქალაქეების ჯგუფი. ეს იყო უკანონო ქმედება, რომლითაც მასში მონაწილეებმა შელახეს ადამიანების უფლებები, დაემუქრნენ და ზიანი მიაყენეს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ და ვუპირისპირდებით ამ თავდასხმის წამქეზებლებსა და მონაწილეებს, რომლებიც თავს უწოდებენ „ქართულ მარშს“. ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია ახსნილი და გამართლებულ იქნეს რომელიმე, მათ შორის რელიგიური, გრძნობის შეურაცხყოფით.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის შეუფერებელია და შეურაცხმყოფელიც სწორედ ისეთი გრძნობები, რომლებიც მას მსგავსი აგრესიისა და ანგარიშსწორებისკენ უბიძგებს. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, გამოძიებულ იქნეს მომხდარის ყველა მიზეზი, ხოლო დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. თავის ამ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას, ყველანაირი ძალადობისა და უკანონობისგან დაიცვას მოქალაქეები, არ შეასრულებს ხელისუფლება, საზოგადოებაში კიდევ უფრო გავრცელდება ძალადობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგები",-ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გადაცემა "პოსტკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა:

"მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე".

შეგახსნებთ, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" წევრები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

რატიანი: მნიშვნელოვანია, განათლების მინისტრი მოვიდეს კომიტეტზე და მოგვცეს განმარტება, რა ხდება ამ სფეროში

21 წუთის წინ

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაციაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა, სავარაუდოდ, პროტექციონიზმზე და თანამდებობების პირების ინტერესებზე მიუთთებს. "გუშინ გავაკეთე განცხადება...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156