კუჭავა: მომავალ კვირას ლევან დავითაშვილს მოვიწვევთ და ნახავთ როგორი მკაცრები ვიქნებით

კუჭავა: მომავალ კვირას ლევან დავითაშვილს მოვიწვევთ და ნახავთ როგორი მკაცრები ვიქნებით

პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში საკომიტეტო მოსმენა იგეგმება, სადაც მოწვეული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

„ჩემი აზრით ნაადრევია საუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, როდესაც ჯერ საკომიტეტო ფორმატი არ გაგვივლია. 

აუცილებელია ჯერ ჩატარდეს კომიტეტის მოსმენა, რომელიც მომავალ კვირას იგეგმება.  მოწვეული იქნება მინისტრი, ყველა კარგად დაინახავს რამდენად მკაცრები ვიქნებით და მომთხოვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომიტეტისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის.

მას შემდეგ რაც პასუხები იქნება გაცემული და ვნახავთ, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს სამინისტროს, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საგამოძიებო კომისიას ეხება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

დეპუტატი აქვე დასძენს, იმ შემთხვევაში თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება იქნება, ის ამას მხარს დაუჭერს, თუმცა მანამდე საკომიტეტო მოსმენა უნდა გაიმართოს

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოციზია ითხოვს, რომ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080