დავითაშვილი: მოსახლეობის ჩართულობით შევძლებთ მავნებლის პოპულაციის შემცირებას

დავითაშვილი: მოსახლეობის ჩართულობით შევძლებთ მავნებლის პოპულაციის შემცირებას

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ. სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულები.საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

აგრეთვე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.მიმდინარე წელს,სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება. 

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.

"ჩვენ გვაქვს 2017 წლის გამოცდილება და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციები და გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება. დეტალურად გაწერილი გეგმა გვაქვს წელსაც და სახელმწიფოს ძალისხმევით, აქტიური საინფორმაციო კამპანიით, მოსახლეობის ჩართულობით შევძლებთ მავნებლის პოპულაციის შემცირებას და მოსავლის შენარჩუნებას “- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარტი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.

ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ , ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ორგანიზაციული საკითხების განხილვის შემდეგ ლევან დავითაშვილი და ზურაბ ალავიძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, მოსახლეობას და ფერმერებს შეხვდნენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

6 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080