იტალიის ელჩი საქართველოში: თბილისში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოს გამოფენები მოეწყობა

იტალიის ელჩი საქართველოში: თბილისში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოს გამოფენები მოეწყობა

"ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია", - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-ს პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ელჩის განცხადებით, წლევანდელ Check in Georgia-ს ფარგლებში იტალიური მხარე ბევრი ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას.

"ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ჩავრთულიყავით და გვეთანამშრომლა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც მანამდე საქართველოში არ გამართულა და ეს არის მსოფლიოს უნივერსალური, დიდოსტატი მხატვრების გამოფენა. ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდი სახელით, როგორიც არის მიქელანჯელო", - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსის პერიოდის გრაფიკა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრის გამოფენით.

მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, იქნება თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა და ყველა გამოფენა გაიხსნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს. აგვისტო-სექტემბერში კი იქნება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება ბაროკოს პერიოდს.

"ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისა და Check in Georgia-ს მტკიცე მხარდაჭერა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

13 ივლისს ანსამბლი "ნანინა“ კონცერტს ლენტეხში გამართავს

13 ივლისს ანსამბლი "ნანინა“ კონცერტს ლენტეხში გამართავს

11 ივლისი, 2018

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ლენტეხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040