გიორგი ახვლედიანი: ბრიტანეთის ადგილას, ალბათ მეც ტერეზა მეს მსგავსად მოვიქცეოდი

გიორგი ახვლედიანი: ბრიტანეთის ადგილას, ალბათ მეც ტერეზა მეს მსგავსად მოვიქცეოდი

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მოეწონა თუ არა ტერეზა მეის პრინციპული გადაწყვეტილება პასუხობს, რომ "ბრიტანეთს სხვა მოცემულობა აქვს". 

"ბრიტანეთის ნაბიჯი აბსოლუტურად გასაგებია", - აღნიშნა მან. 

დამაზუსტებელ კითხვაზე, მოეწონა თუ გასაგებია პასუხობს:

"იცით რა, მე რომ ბრიტანეთის ადგილად ვიყო, ალბათ ასევე მოვიქცეოდი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ქვეყანა რუსეთის მეზობლად არის", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღარ ეწვევა. სიტყვით გამოსვლას პირდაპირ ეთერში პარლამენტი ვებგვერდი გადასცემდა.

ლონდონში ლავროვის ვიზიტის გაუქმება ერთ-ერთია იმ ზომებს შორის, რომელიც ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში კრემლის სავარაუდო ჩართულობის გამო მიიღო. 

გარდა ამისა, ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალური პირების ვიზიტი გაუქმდება. ამავე დროს, ტერეზა მეიმ აღინიშნა, რომ ლონდონი ორ ქვეყანას შორის კავშირის სრულად გაწყვეტას არ გეგმავს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მოგვიანებით, დადგინდა, რო ის მოწამლეს. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ისინი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167