სტოლტენბერგი: NATO არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ!

სტოლტენბერგი: NATO არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ!

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს. იენს სტოლტენბერგმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ NATO არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. 

„ჩემი გზავნილი ასეთია. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს, მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.

ადამიანი დაიღუპა, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე. ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. ეს არის საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს, გერმანიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა ბლოკმა ანგელა მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობაზე აირჩია.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167