კალანდაძე: პრემიერის მხრიდან აფხაზებისა და ოსების შემორიგებაზე საუბარი კრემლის ნარატივია

კალანდაძე: პრემიერის მხრიდან აფხაზებისა და ოსების შემორიგებაზე საუბარი კრემლის ნარატივია

"პრემიერმა, ტატუნაშვილზე გაკეთებულ განცხადებაში, ერთი სიტყვითაც არ ახსენა ოკუპანტი, რომელიც არის მთელი ამ ტრაგედიის და რეალური პრობლემის სათავეში. სამაგიეროდ, ამ კონტექსტში, სრულიად გაუგებრად ახსენა აფხაზებისა და ოსების შემორიგების საკითხი, რაც არის პირდაპირ კრემლის ნარატივი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, პრემიერი ამბობს: „მზად ვართ, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა“.

"პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ტატუნაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, თავდაპირველად, მქონდა ილუზია, რომ ეს იყო მიამიტური განცხადება. ტატუნაშვილზე გაკეთებულ განცხადებაში, პრემიერმა, ერთი სიტყვითაც არ ახსენა ოკუპანტი, რომელიც არის მთელი ამ ტრაგედიის და რეალური პრობლემის სათავეში. სამაგიეროდ, ამ კონტექსტში, სრულიად გაუგებრად ახსენა აფხაზებისა და ოსების შემორიგების საკითხი, რაც არის პირდაპირ კრემლის ნარატივი. კრემლის პოლიტიკა არის ძალიან კონკრეტულად აგებული იმაზე, რომ არ არსებობს რუსეთსა და საქართველოს ქვეყნებს შორის კონფლიქტი, არამედ არსებობს ეთნიკური სახის ადგილობრივი კონფლიქტი და კონფლიქტები, რომელშიც იგი დამოუკიდებელი მესამე სახელწიფოს არბიტრის როლს უნდა ასრულებდეს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის.

"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც“, - განაცხადა პრემიერმა. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167