კახა გოგოლაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჩვენთვის მომგებიანია

კახა გოგოლაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი ჩვენთვის მომგებიანია

  რუსეთთან ორმხრივი დიალოგი უნდა გვქონდეს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობები არ უნდა აღდგეს, - ასე უპასუხა „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „აიპრესის“ კითხვას იმაზე, რამდენად გამართლებული იყო თავის დროზე აბაშიძე-კარასინის ფორმატი და უნდა გაგრძელდეს თუ არა აღნიშნული ფორმატი.

კახა გოგოლაშვილი რუსეთთან დიალოგზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის ჟენევის ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით უნდა მოხდეს, სადაც საერთაშორისო სამართლის ენით ლაპარაკი იქნება შესაძლებელი. პირდაპირი დიალოგის დროს კი ეს შესაძლებელი არ არის.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატმა საქართველოს მოუტანა ისეთი შედეგი, რომ გაიზარდა სტაბილურობა. აგრესია თავისთავად შემცირდა. რუსეთში გაჩნდა საქართველოსთან თანამშრომლობის ინტერესი. აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ვერ მოუტანდა ტერიტორიული გადაწყვეტის საკითხს და ამად არც განიხილება. მაგრამ ამ ფორმატის მიზანი იყო ურთიერთობების ნორმალიზება, როდესაც ქვეყნები ითანამშრომლებენ. ვიცით, რომ ვაჭრობა და ტურიზმი რუსეთთან ძალიან გაიზარდა. ეს რა თქმა უნდა შემოსავლებს აძლევს ქვეყანას. დღევანდელ ვითარებაში, გლობალიზაციის პირობებში, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა რა თქმა უნდა გაუჭირდება სრულ კონფრონტაციაში, ან რაღაც სანქციების პირობებში რუსეთთან არსებობა. მეზობელი ქვეყანაა და ეკონომიკურად დამოკიდებული ვართ მასზე. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ამ თვალსაზრისით გარკვეული პროგრესი მოიტანა.

მეორე მხრივ არის ფასი, რომელსაც ვიხდით. იზრდება რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ამას რუსეთი ასევე იყენებს. დისკუსიის საგანია, რამდენად ღირდა ამ გზით წასვლა“, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, მას როგორ მიაჩნია? - პასუხობს, რომ ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს.

„ასეთ მდგომარეობაში ვიყავით და მაშინაც ვერაფერი ვერ მოვიგეთ. ყველა მიმართულებით ჩაკეტილი ურთიერთობები გვქონდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ აქ ჰუმანიტარული საკითხებიც არის. ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს რუსეთში. ზოგი საქმიანობს, ზოგს ნათესავები ჰყავს და ა. შ. როგორც გვახსოვს რუსეთთან ეს მიმოსვლაც კი ჩაკეტილი იყო. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ ალტერნატივა არ გვქონდა. გნებავთ ღვინის ექსპორტისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის მხრივ. გადაორიენტირება ევროპის ბაზრებზე სამწუხაროდ, ჩვენთვის ასე მარტივი არ იყო. არ გვაქვს ისეთი კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, რომ ევროპის ბაზრებზე გავიდეთ.

მესამეა ტურიზმი. ტურიზმის ძირითადი შემოსავალი ახლა რუსი ტურისტების ხარჯზე მოდის. ეს ნიშნავს მოსახლეობის დასაქმებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია.

პიროვნულად და ემოციურად, მე შეიძლება მერჩივნა, რომ სხვა ურთიერთობა აგვერჩია, მაგრამ საქართველოს ძალიან ცოტა არჩევანი ჰქონდა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

„აიპრესის“ კითხვაზე ეს ფორმატი უნდა შენარჩუნდეს თუ მან თავისი თავი ამოწურა, პასუხობს, რომ არ იცის რამდენად ამოწურა თავისი თავი.

„ორმხრივი დიალოგი უნდა არსებობდეს. არსებობს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სხვა საკითხები. აქ კონსულტაციები რომ საჭიროა, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღდგეს. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ კონტექსტში არაფერს გვავალდებულებს. ამიტომ ამ ფორმატის არსებობს ჩვენთვის მომგებიანია. პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ამ საკითხებს ვწყვეტთ და ამავე დროს ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, იმ სტატუსკვოს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მხრივ მივიღეთ. ამ მიმართულებით არის რაღაც გასაკეთებელი, რომ ჩვენ ვისაუბროთ დამატებით. შესაძლოა ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. იმისთვის, რომ ურთიერთობებში სალაპარაკო დონემ აიწიოს. მან გამოთქვა სურვილი, რომ თვითონ ჩაერთოს ამ პროცესში. ეს შეიძლება მოხდეს ჟენევის ფორმატში, რადგან იქ არიან ოსები და აფხაზებიც. თუ პრემიერმინისტრი იქ მოხვდება, ჩვენი ლაპარაკი შეიძლება შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის და ასეთ საკითხებს. არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ რაღაც შეიცვლება, ელემენტარულად რუსეთიდან კეთილი ნება არ არის, რომ სტატუს-კვო რომელიც ჩამოყალიბდა ის შეიცვალოს. ამიტომ, ძნელია მისი იძულება, რომ ის შეცვალოს, მაგრამ ამის შეცვლის მცდელობა ჩვენგან უნდა იყოს.

დიალოგს აზრი რა თქმა უნდა აქვს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ პრობლემას მშვიდობიანი გზით მოვაგვარებთ. თუ ეს ვალდებულება აღებული გვაქვს და ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც ეთანხმება და მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ოღონდ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ კორექტულად და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ინტერესების ხარჯზე. გვირჩევნია ეს იყოს ჟენევის ფორმატში, რადგან დიალოგს იმ ფორმატში ვაწარმოებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. იქ წარმოადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციები და იქ შეიძლება ვილაპარაკოთ საერთაშორისო სამართლის ენაზე. მაშინ, როცა პირისპირ ამ ენაზე ვერ ელაპარაკები“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167