13 მაისს ზუგდიდში, ცაიშის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

13 მაისს ზუგდიდში, ცაიშის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

13 მაისს №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება



საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დღეს დანიშნა. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში მიმდინარე წლის 13 მაისს გაიმართება.

13 მაისს არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2829 ამომრჩეველი.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 13 მაისის არჩევნებისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა.



ცაიშის თემში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. ცესკოს მიერ დღეს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.



დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაარჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის მზადყოფნას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილს #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

15 წუთის წინ

"გუშინ სინოდმა იმსჯელა და ეს იყო დაზუსტება სახელდებისა. ყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს ამჟამინდელი მდგომარეობის. ის რამდენიმე თვის წინ იქნა გამოცხადებული პატრიარქის მესაყდრედ. იქნა დაზუსტებული, რომ ის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167