შვილის დაჭრაში ბრალდებულ მამას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

შვილის დაჭრაში ბრალდებულ მამას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

ამის შესახებ ინფრომაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თ.ო. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ივლისს, თ.ო.-მ ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს შვილს - ნ.ო.-ს დანით ფეხის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ.ო.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა თ.ო. 2017 წლის 26 ივლისს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ო. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8 საათის წინ

უწყების ცნობით,  2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237