ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქესა და ეკლესიას შორის სადავო საქმის განხილვა დაიწყო

ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქესა და ეკლესიას შორის სადავო საქმის განხილვა დაიწყო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს მკვიდრის, ვალტერ აქუბარდიას საჩივრის საფუძველზე პირველი პროცესი გაიმართა. 

მოსარჩელე, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ის სხდომაზე მისმა უფლებამონაცვლემ, ვალტერ აქუბარდიას დამ, თინათინ აქუბარდიამ წარმოადგინა.
სარჩელით აქუბარდიები მათი სახლის სამოციქულო ეკლესიისთვის ჩუქების აქტის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვალტერ აქუბარდიასთვის მიცემული პირობა დაარღვია და ნაჩუქარი სახლის ადგილზე ბერების სალოცავის აშენების ნაცვლად, ტერიტორია სახელმწიფო ელექტროსისტემას მიჰყიდა.
სხდომაზე მოპასუხე მხარის, ეკლესიის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავამ და მაია დემეტრაძემ დავაში მესამე მხარედ სახელმწიფო ელექტროსისტემის ჩართვა მოითხოვეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსარჩელე მხარეც დაეთანხმა. მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოება დავაში ჩაერთვება.
პროცესზე არ იმყოფებოდა კიდევ ერთი მოპასუხე, წალენჯიხაში ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი კახა მარღანია, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, აქუბარდია მეუფე გერასიმესთან დააკავშირა.
გარდა ამისა, მოსამართლემ მოწმის სახით აღნიშნულ სახლში მცხოვრები ვლადიმერ განიჩის დაკითხვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, თუმცა არ დაეთანხმა მოსარჩელეების შუამდგომლობას სხვა მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებიც, თინათინ აქუბარდიას მტკიცებით, სასულიერი პირებსა და მის ძმას შორის დადებული პირობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მოსარჩელე მხარემ და ადვოკატებმა გააკეთეს.

თინათინ აქუბარდიას თქმით, ის ადგილობრივი ეკლესიის მღვდლის კახა მარღანიას დასჯას და ეკლესიიდან მის მოკვეთას მოითხოვს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
„ჭალეში არ გავაჩერებთ, მრევლი გვერდში დამიდგება. ის მონაა, ყველაფრის შემსრულებელი კი მეუფე გერასიმეა“, - თქვა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, ეკლესიის ინტერესების დამცველი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ ტერიტორია არა სრულად, არამედ ნაწილობრივ არის გასხვისებული.

რაც შეეხება პირობას, ქარჩავას ცნობით, იურიდიულად არავითარი პირობა არ არსებობს გარდა იმისა, რომ სადავო სახლში ვლადიმერ განიჩს უნდა ეცხოვრა და ეკლესიას მასზე უნდა ეზრუნა. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ეკლესიას სურვილი გააჩნია და დაგეგმილი აქვს, რომ ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყოს ეკლესიამ სამართლებრივი და კანონიკური ნორმების დაცვით. როგორც ვიცი, პირობა არ არსებობდა, მაგრამ ეკლესიას ასეთი სურვილი აქვს. დარჩენილ ქონებას ეკლესია გამოიყენებს თავისი მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს ხელშკერულებაში წერია“, - თქვა ქარჩავამ. 

ჭალეში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანიებს „ენერგოტრანსსა“ და „კავკასენერგოს“ ერთობლივად გაჰყავთ. მოსახლეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით აქცია არაერთხელ გამართა. სამუშაობი აქუბარდიების მიერ ეპარქიისთვის ნაჩუქარ სადავო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს, რასაც აქუბარდიები აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მღვდელი ანდრია კემულარია ამბობდა, რომ ეპარქია შემოწირულობას აქუბარდიების ოჯახს დაუბრუნებდა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ შემოწირულ ჭალეში მდებარე სახლში, ოჯახის სურვილით, უნდა დაარსებულიყო მონასტერი, თუმცა ფინანსური და სხვა მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. 2016 წელს კი ეპარქიამ მიწის სანაცვლოდ, კომპენსაცია იმ ენერგოკომპანიისგან მიიღო, რომელიც აღნიშნულ ადგილას ელექტროგადამცებ ბოძებს აშენებს.

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

4 წუთის წინ

ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ის საზღვარზე დააკავეს. "თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151