ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.  

რუსეთის პრეზიდენტი სიმფეროპოლლის აეროპორტის ახალი ტერმინალის შემოწმებას გეგმავს. პუტინი ასევე სევასტოპოლს ეწვევა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტი სევასტოპოლში დაგეგმილ აქციას დაესწრება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შესახებ რეფერენდუმის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტს პროვოკაცია უწოდა. ამის შესახებ მან ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

44 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151