ეროვნული ბიბლიოთეკა ბორჯღალოსნებს მინი ბიბლიოთეკას გადასცემს

ეროვნული ბიბლიოთეკა ბორჯღალოსნებს მინი ბიბლიოთეკას გადასცემს

ხვალ, "შევარდენის" სარაგბო სტადიონზე, ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, მინი ბიბლიოთეკას, "წიგნის ბუდეს" გადასცემს, რომლის პრეზენტაციაც ღია ვარჯიშის დაწყებამდე შედგება. 

რაგბი ევროპის 2018 წლის ფინალურ მატჩამდე, სადაც მილტონ ჰეიგის გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება, ხვალ, ეროვნული გუნდი მედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.  ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ხვალ, 15 მარტს, 16:00 სთ-ზე შევარდენის ბაზაზეა დაგეგმილი.

 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, "დინამო არენაზე" რუმინეთს შეხვდებიან და მოგების შემთხვევაში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაიბრუნებენ.

რაგბი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველომ ოთხიდან ოთხივე დაპირისპირება მოიგო. 

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

4 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167