ლონდონში სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა

ლონდონში სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აღარ ეწვევა. სიტყვით გამოსვლას პირდაპირ ეთერში პარლამენტი ვებგვერდი გადასცემდა.

ლონდონში ლავროვის ვიზიტის გაუქმება ერთ-ერთია იმ ზომებს შორის, რომელიც ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში კრემლის სავარაუდო ჩართულობის გამო მიიღო.
გარდა ამისა, ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალური პირების ვიზიტი გაუქმდება. ამავე დროს, ტერეზა მეიმ აღინიშნა, რომ ლონდონი ორ ქვეყანას შორის კავშირის სრულად გაწყვეტას არ გეგმავს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მოგვიანებით, დადგინდა, რო ის მოწამლეს. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ისინი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

30 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151