იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს. იენს სტოლტენბერგმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ NATO არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. 

„ჩემი გზავნილი ასეთია. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს, მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.

ადამიანი დაიღუპა, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე. ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. ეს არის საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს, გერმანიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა ბლოკმა ანგელა მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობაზე აირჩია.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167