მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის განვითარების ფონდში შეხვედრა გამართა

მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის განვითარების ფონდში შეხვედრა გამართა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, თანამშრომლობის საკითხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების გამო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

37 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167