სტოლტენბერგი ტატუნაშვილზე: მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე

სტოლტენბერგი ტატუნაშვილზე: მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩილ  ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაა.

„ჩემი გზავნილი ასეთია. პირველ რიგში, მინდა გამოვხატო მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო ქართველ ხალხს, მის ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.

ადამიანი დაიღუპა, მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს კონფლიქტის გადაჭრის აუცილებლობაზე. ნატო არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც რაიმე სახის დამოუკიდებელ სახელწიფოს. ეს არის საქართველოს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და არ დაუჭიროს მხარი სეპარატისტებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167