პარლამენტის დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ორმხრივი შეხვედრები გამართა

პარლამენტის დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 მარტს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ -  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან გენდერულ საკითხებში, ჯოანა როპერთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ჯოანა როპერმა ინტერესი გამოხატა სავალდებულო გენდერული კვოტირების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს შემდეგ კვირაში.

როპერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა დიდ ბრიტანეთშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და რომ ამ მხრივ, საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მისაბაძი მაგალითია ბევრი ქვეყნისთვის.

საქართველოს დელეგაციის წევრები, ასევე, ჯანეტ კამილონს, დომინიკის რესპუბლიკის ქალთა მინისტრს შეხვდნენ.

„საქართველოს მსგავსად, დომინიკის რესპუბლიკაშიც გამოწვევაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. სწორედ, ამიტომ შეიქმნა ქვეყანაში სპეციალური სამინისტრო ქალთა საკითხებზე” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანეტ კამილონმა.

საინტერესოა, რომ 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტში დომინიკის რესპუბლიკის მეგობართა ჯგუფი არსებობს.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167