მამუკა ბახტაძემ ყურის თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრები გამართა

მამუკა ბახტაძემ ყურის თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრები გამართა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე.

შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აქტიური დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს GCC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

10 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151