კახა გოგოლაშვილი: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა პოლიტიკურად წამგებიანი იყო

კახა გოგოლაშვილი: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა პოლიტიკურად წამგებიანი იყო

„ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა კვირიკაშვილისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო.

გოგოლაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერმა მაქსიმალურად ფრთხილი და დიპლომატიური განცხადება გააკეთა, რათა ერთი მხრივ არ გამოეწვია რუსეთის მთავრობა, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ეს განცხადება კორექტული იყო.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადებამ რაღაც შედეგი უკვე მოიტანა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჩვენი მოქალაქეები გაათავისუფლეს, თუმცა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო.

„პრემიერის განცხადება საკმაოდ ფრთხილი იყო და აშკარად ჩანდა მოწოდება იმისა, რომ არ გავამწვავოთ სიტუაცია. საქართველო არ არის განწყობილი, რომ ინციდენტი რომელიც მოხდა ცხინვალში, გაამწვავოს ურთიერთობები და ჩაშალოს შესაძლო ნორმალიზაციის პროცესი. ამავე დროს ხაზი იყო იმაზე გასმული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს ნორმალიზაციისთვის.

განცხადებაში არ იყო რუსეთის კრიტიკა და რაიმე სახის მოთხოვნა, მაგრამ იყო თხოვნა. თხოვნის ფორმა ჰქონდა ამას, პრაქტიკულად ქვეტექსტში იკითხებოდა, რომ დაეხმაროს საქართველოს ამ ინციდენტის ამოწურვაში. იგულისხმებოდა პირველ რიგში დაკავაბეულების გადმოცემა და ასევე ჩვენი დაღუპული მოქალაქის ცხედრის გადმოცემა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, პრემიერის ოპონენტი პოლიტიკოსები საუბრობენ პრემიერის მხრიდან „ენის მოჩლეფის“ პოლიტიკაზე, ეთანხმება თუ არა ამ პოზიციას და ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ჟენევის ფორმატში ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის არასასურველი ცვლილებები შევიდეს? - გოგოლაშვილი ამ კითხვას ასე პასუხობს:

„საქართველოში ჩვენი მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით ისეთი ფონია, რომ ეს განცხადება ამ ფონზე ზედმეტად ფრთხილ და პრემიერისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელი იყო. თავისთავად ამ თვალსაზრისით ეს განცხადება პოლიტიკურად წამგებიანი იყო. მაგრამ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს განცხადება პოლიტიკურად კორექტული იყო. იქ გამოჩნდა საქართველოს მთავრობის ნება, რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს. განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ თუ რამე სწორად არ კეთდება ეს საქართველოს ბრალი არ არის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბრალეულობაა. ასევე ხაზი იყო იმაზე გასმული, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა არსებობა. ეს განცხადება იმიტომ იყო გაკეთებული, რომ არ გაემწვავებინა სიტუაცია, განსაკუთრებით არჩევნების წინ. რათა არ გამოეწვია რუსეთის მთავრობა, რომ ისინი წასულიყვნენ ხისტ დებატებში. მცდელობა იყო, რომ მაქსიმალურად დიპლომატია ყოფილიყო.

ქვეყნის შიგნით რა თქმა უნდა პოლიტიკურად წამგებიანი იყო და განცხადება გამოჩნდა როგორც სუსტი. როგორც ჩანს, აქ არჩევანი ჰქონდა პრემიერს, ან პოლიტიკურად მომგებიანი განცხადება უნდა გაეკეთებინა და მაშინ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა დაძაბულიყო. განცხადებამ გარკვეულწილად იმუშავა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული 2 ადამიანი გაათავისუფლეს.

რა თქმა უნდა, ამ განცხადებამ იმუშავა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაათავისუფლეს ისინი. გეთანხმებით იმაში, რომ ამ დრომდე არ მომხდარა ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქის ცხედრის გადმოცემა. რა თქმა უნდა ამ თემაზე კიდევ არის სამუშაო“, - თქვა კახა გოგოლაშვილმა „აიპრესთან“.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167