ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით წალენჯიხაში ველომარათონი ჩატარდა

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით წალენჯიხაში ველომარათონი ჩატარდა

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა. ქ.წალენჯიხაში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ველომარათონი მოეწყო.

ღონისძიებაში წალენჯიხის საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლესთან ერთად, ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის ბოლოს პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სპეციალური თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

10 წუთის წინ

ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ის საზღვარზე დააკავეს. "თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151