ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ლონდონის გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა

ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ლონდონის გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ალექსანდრ იაკოვენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ეს პარლამენტში ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის სიტყვით გამოსვლამდე მოხდა, სადაც მან 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

როგორც იაკოვენკომ Sky News- ს განუცხადა, მოსკოვი დიდი ბრიტანეთის ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევს და რუსი დიპლომატების გაძევებას პროვოკაციად აფასებს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, იაკოვენკომ ასევე გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მოსკოვი დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მოგვიანებით, დადგინდა, რო ის მოწამლეს. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

5 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167