საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდს 70 სავარძელ-ეტლი გადასცა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდს 70 სავარძელ-ეტლი გადასცა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს უსასყიდლოდ გადასცა 70 ერთეული სავარძელ-ეტლი ფონდის ბენეფიციარების საჭიროებისათვის. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ამ ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფძველზე.

პროექტი მიზნად ისახავს, შშმ პირთა დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და საზოგადოების მხარდაჭერას მათ მიმართ.

პროექტი დააფინანსა ბელგიის რელიგიის ფონდმა და განხორციელდა თურქეთის საელჩოს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით.

ღონისძიებას დაესწრნენ, სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი რესან გოგიტიძე, თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სახელწმიფო ფონდის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს შშმ პირთა სამი, ხანდაზმულთა ორი პანსიონატი და შშმ ბავშვთა ერთი სახლი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ფონდის ეტლით მოსარგებლე ყველა ბენეფიციარი (ჯამში 79) სრულად უზრუნველყოფილია ეტლებით და გადმოცემული ინვენტარი დამატებითი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

3 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167