დონალდ ტუსკი: სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის პრემიერს სოლიდარობას ვუცხადებ

დონალდ ტუსკი: სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის პრემიერს სოლიდარობას ვუცხადებ

რუსეთი, სავარაუდოდ, ბრიტანეთში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მონაწილეობდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.  

"სოლიდარობას ვუცხადებ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის სასტიკ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსეთია ჩართული", - წერს ის Twitter-ზე.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის, აღნიშნული საკითხი ევროკომისიამ მომავალ კვირას განიხილოს. მან ასევე "ტრანსატლანტიკურ ერთობას" მოუწოდა.

14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მოსკოვი დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მოგვიანებით, დადგინდა, რო ის მოწამლეს. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

43 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151