ბრიტანეთის პრემიერმა 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა

ბრიტანეთის პრემიერმა 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მოითხოვა, რომ 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევონ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში მოსკოვი დაადანაშაულეს.

ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი სავარაუდოდ ორგანიზებას უწევდა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთისგან პასუხი მოითხოვეს, თუ როგორ აღმოჩნდა საშიში ნივთიერება სამეფოს ტერიტორიაზე. "რუსული აგრესიის" წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დათანხმდა. 

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მოგვიანებით, დადგინდა, რო ის მოწამლეს. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

12 მარტს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ისინი მოწამლეს. მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებების საპასუხოდ "ლონდონი პოლიტიკურ თამაშებში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურა, რაც დოკუმენტირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

31 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151