პოროშენკომ ოკუპირებულ ყირიმში პუტინის ვიზიტს პროვოკაცია უწოდა

პოროშენკომ ოკუპირებულ ყირიმში პუტინის ვიზიტს პროვოკაცია უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტს პროვოკაცია უწოდა. ამის შესახებ მან ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "112 უკრაინა“ ავრცელებს.

"უკიდურესად საშიში პროვოკაციაა, როდესაც დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე , განზრახ ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სიმფეროპოლში, სევასტოპოლში," - განაცხადა პოროშენკომ.
"ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს მხრიდან საერთო პოზიცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ“,- დასძინა მან.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინა დიდ ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ყირიმში ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიაროს. 

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარონ.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

34 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151