სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 14 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 79 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.495 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.474 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

9 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167