CNN: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის თანაშემწე თანამდებობის დატოვებას გეგმავს

CNN: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის თანაშემწე თანამდებობის დატოვებას გეგმავს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწემ, ჰერბერტ მაკასტერმა, შესაძლოა უახლოეს მომავალში თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ტრამპის ადმინისტრაციაში ცვლილებები რექს ტილერსონის სახელმწიფო მდივნის პოსტის დატოვების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს.

მაკმასტერის თანამდებობაზე გაერო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის ჯონ ბოლტონის, Oracle-ს აღმასრულებელი დირექტორის საფრა კაცისა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორის, ადმირალ მაიკლ როჯერსის კანდიდატურა განიხილება.
გარდა ამისა, ტელეარხის წყარო იტყობინება, რომ ვეტერანთა საკითხებში მინისტრი, დევიდ შალკინი თანამდებობას დატოვებს.

ცნობისთვის, 13 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ჯინა ჰასპელი დანიშნა. ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან იკავებდა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167