კაპანაძე:პრემიერის განცხადება ქმნის ილუზიას, რომ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ

კაპანაძე:პრემიერის განცხადება ქმნის ილუზიას, რომ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე გადავდივართ

ვითარება, რომელიც შეიქმნა პრემიერმინისტრის ძალიან ცუდი მიმართვის შემდეგ არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას ისევე, როგორც შეფასებები უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ რამდენიმე დღის წინ პრემიერის განცხადებაზე და მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყების საპასუხო განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

,,იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩანდეს, როგორც ძლიერი აქტორი და არა სუსტი. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, თუ პიდაპირ კურსს არ ცვლის, რომ ჩვენ ეხლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შერულებაზე მათ შორის პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან, ასევე ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის და კარგი იქნება დამსახურებული შენიშვნებისთვის ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, პირიქით ქვეყანას მიხედონ და მისი ინეტრესების დაცვაზე იყვნენ გადართული.

ჟენევის ფორმატის შეცვლა, საბოლოო ჯამში იქნება რუსეთის, როგორც მედიატორის სტატუსის გაჩენა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის დაკარგვა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოხუმის და ცხინვალის სტატუსის გაზრდაზე. თუ ეს არ იგულისხმებოდა პრემიერის განცხადებაში კარგი იქნებოდა, რომ უკეთ განემარტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირ სივრცეს არ ტოვებს და მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რაიმე კარგი შეიძლება გამოვიდეს იმ შემოთავაზებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

6 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151