ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა. 

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წლის 8 მარტს დაჭრეს. ტრავმირებული ძაღლი გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ვეტერინარულმა პერსონალმა ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.

“დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს უკვე უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

3 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167