პოროშენკომ ''დიდი შვიდეულის'' ქვეყნებს მოუწოდა, ყირიმში რუსეთის არჩევნების შედეგები არ აღიარონ

პოროშენკომ ''დიდი შვიდეულის'' ქვეყნებს მოუწოდა, ყირიმში რუსეთის არჩევნების შედეგები არ აღიარონ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მინდა განვიხილო რუსეთის არჩევნები, რომელიც 18 მარტს გაიმართება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყირიმში რუსეთის არჩევნების გაყალბებისა და არაღიარების შესახებ თქვენი მტკიცებულებები მოვისმინოთ ", - განაცხადა პოროშენკომ.
"დიდი შვიდეული" მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას, გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიასა და კანადას.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კიევს ყირიმში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით " წინასწარ მყარი პოზიცია" გააჩნია.

12 მარტს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"ყირიმის უკანონო ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს [რუსეთში], რომელიც ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩატარდება ", - განაცხადა მოგერინმა.
სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ ითხოვს ნახევარკუნძულზე მცხოვრები "ადამიანთა უფლებების პატივისცემას".

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167