ზურაბიშვილი: იქ, სადაც ცისფერყანწელები იკრიბებოდნენ, დღეს დაბალხარისხიანი ტანსაცმელი იყიდება

ზურაბიშვილი: იქ, სადაც ცისფერყანწელები იკრიბებოდნენ, დღეს დაბალხარისხიანი ტანსაცმელი იყიდება

დღეს გადავწყვიტე მისვლა დაზდანევიჩის კედლის მოხატულობის მონახულება რუსთაველის 16 ნომერზე მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში. დამხვდა რა : იქ სადაც ცისფერ ყანწელები იკრიბეოდენ, იქ სადაც თბილისის კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, დღეს იყიდება დაბალხარისხის ტანსაცმელი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველ მფლობელებმა დაკისრებულ მოვლაპატრონობის მაგივრად გაანადგურეს ეს ისტორიული ადგილი, გაათეთრეს გაფხიკეს კედლები გაჭრეს და არაფერი დატოვეს. 
ამაზე სანამ ამ დილით არ დავურეკავდი ძეგლთადცვის სააგენტოს ხელმძღვანელს და იგი არ გამოუშვებდა ინსპექცია და დასადასტურებლად ამ ვანდალურ ფაქტს , არც მეპატრონე არც სხვა სხვა მფლობელებიდან რომელიმე, არც იმ შენობაში მოთავსებული ერისიონის ჯგუფი და ხელმძღვანელობა , არც ქალაქის ზედამხედველობა, არც მერიის არქიტექტურული სამსახური არ დაინტერესდა ძეგლის პირველ სართულზე და სარდაფში მიმდინარე რემონტით (თურმე უნებართვოთ) ... 
 
მძიმე სურათია და უთუოდ მოსაფიქრებელი თუ რა უნდა ვიღონოთ იმისათვის რომ ძეგლების დაცვა თბილისში რეალურად ამოქმედდეს. პირველ რიგში დამნაშავეების მკაცრი დასკა (და არა მხოლოდ ნიმინალური ჯარიმებით რომლებიც 500 მ2 ის ფლობელს შუა რუსთაველზე დიდად არ უნდა ადარდებდეს), ცალკე არსებული პოლიციურ ტიპის ინსპექცია (იზრაელის დაიტალიის მოდელზე) და საზოგადოებრივი შეგნება...
 
მაგრამ იმას რა ვუყოთ, ზდანევიჩი სამუდამოდ გაჰქრა თბილისიდან!", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ში გუშინ საღამოს.
ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

11 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151