ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, პარლამენტი იყოს ერთიანი, როცა საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას

ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, პარლამენტი იყოს ერთიანი, როცა საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია პარლამენტი იყოს ერთიანი, როცა საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჯანელიძემ ეს განცხადება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

"რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის და საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როცა საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ. მაგრამ დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზცია, იმისათვის რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებების, რომელიც დღეს უდგას ქვეყანას", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი შეფასებით, მომზადებული რეზოლუციის პროექტი ძალიან პრინციპულია.

"ვფიქრობ უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარკებებს და ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების შესაბამისად. რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, კონკრეტული და მოიცავს ბევრ ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ქართული პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწვდენად. ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის სამართლებრივი, პოლიტიკურიც, მე ვიცი რომ ეს მსჯელობა, დებატები მიმდინარეობს და ვნახოთ რა იქნება საბოლოო შედეგი", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ ცალ-ცალკე მოახდინეს რეზოლუციის პროექტის ინიცირება. საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობას შესთავაზა რეზოლუციის ერთობლივ პროექტზე შეთანხმდნენ. "ევროპული საქართველო"-ს მოთხოვნაა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და დამნაშავეებზე სანქციების გავრცელება.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167