რუსეთი აშშ-ს ცენტრალურ აზიაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

რუსეთი აშშ-ს ცენტრალურ აზიაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

აშშ ცენტრალურ აზიასა და შემდეგ რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ ქაბულოვმა განაცხადა. 

"ცხადია, რომ შეერთებული შტატები ცენტრალურ აზიაში ვითარების დესტაბილიტაციას ცდილობს, რათა შემდგომში თავი რეგიონში ერთადერთ პოტენციურ დამცველად წარმოადგინოს", - განაცხადა ქაბულოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ავღანეთში რჩება, რათა მეზობელ ქვეყნებზე გავლენა მოახდინოს.
"ჩვენი აზრით, აშშ-ს ავღანეთში დარჩენის მიზანი, პირველ რიგში არის ის, რომ კონტროლი და გავლენა მოახდინოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე, ისევე, როგორც ხელისუფლებაში პროექტირება მოახდინოს რეგიონულ კონკურენტებზე, განსაკუთრებით ჩინეთზე, რუსეთსა და ირანზე", - განაცხადა მან.

თებერვალში გამართულ მოსმენაზე, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, რენდალ შრაივერმა განაცხადა, რომ აშშ 2018 წელს ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში $ 45 მილიარდს ხარჯავს.
იმავე თვეს, პენტაგონის უფროსმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას არ გეგმავს.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

8 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167