მიხეილ ჯანელიძე: არ ველოდებით, რომ რუსეთი ერთ დღეში შეცვლის თავის პოლიტიკას

მიხეილ ჯანელიძე: არ ველოდებით, რომ რუსეთი ერთ დღეში შეცვლის თავის პოლიტიკას

"ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არ მომხდარიყო ჩვენი რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე მათზე დამოკიდებული რესპუბლიკის მხრიდან", - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერის განცხადებაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკას. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლითაც ის რუსეთის ფედერაციას მიმართავს.

"ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას", - დასძინა ჯანელიძემ.

აქვე, ჯანელიძის განცხადებით, არავის აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ერთ დღეში მოახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

"ჩვენ არ უნდა ველოდოთ და არც ველოდებით, რომ რუსეთი ერთ დღეში შეცვლის თავის პოლიტიკას, ის ერთ დღეში მოახდენს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და ასევე გახდება კონსტრუქციული, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდან შესაძლო კონსტრუქციულობით შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნას", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167