ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით აირჩიეს

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით აირჩიეს

გერმანიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა ბლოკმა ანგელა მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობაზე აირჩია,-ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

არჩევნების პირველ ტურში მას ხმა 692 დეპუტატისგან 364-მა დეპუტატმა მისცა. ხმის მიცემის შემდეგ, მერკელი გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაში გაემგზავრა, სადაც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს ოფიციალურად დანიშნავს.

მოსალოდნელია, რომ შუადღისას, მერკელი ფიცს ბუნდესტაგში დადებს, რის შემდეგაც მას ექნება უფლება,  მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელოს.

ცნობისთვის, ანგელა მერკელი გერმანიის პირველი ქალი-კანცლერია 2005 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე. 2000 წლიდან ის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეა.

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

43 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151