მიხეილ ჯანელიძე: ჟენევაში შემდეგი რაუნდი იგივე ფორმატში ჩატარდება

მიხეილ ჯანელიძე: ჟენევაში შემდეგი რაუნდი იგივე ფორმატში ჩატარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკების 42 რაუნდი გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. 

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე წარმართვის შემთხვევაში, მეტი ნაბიჯი გადაიდგმება და საქართველოს ხელისუფლებას ამის მზაობა აქვს. 

თუმცა, მინისტრის განცხადებით, მათი მზაობა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით გაიმართოს, არ გულისხმობს, მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე საქართველოს პრემიერის ჟენევაში გამგზავრებას.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ჟენევაში შემდეგი რაუნდი იგივე ფორმატში ჩატარდება.

"საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და არის ორიენტირებული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზების მოძიებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას. ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული, ჩიხური მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა, უფრო მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ.

მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე ქვეყნის პრემიერმინისტრი გაემგზავრება ჟენევაში. ჟენევაში შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა. ჩვენი მიზანია, ამ და შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ამას ემსახურება აქამდე ჩვენი ყველა ნაბიჯი და მომავალშიც ჩვენი მიზანი იქნება, მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა ჯანელიძემ.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

3 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167