გია ცეცაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

გია ცეცაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

ახალაგზრდულ ნაკრებს ჯერ ფარერებთან, შემდეგ კი დანიასთან თამაში ელის. ორივე დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).

ცეცაძის გუნდი 23 მარტს ფარერებს დაუპირისპირდება, 27 მარტს კი - დანიას. საქართველოს ორივე ამ გუნდთან პირველი შეხვედრები წაგებული აქვს. 

კოკა-კოლას თასი 2018-ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა

კოკა-კოლას თასი 2018-ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა

2 საათის წინ

ბათუმში, ანგისას ბაზაზე გამართულ დაძაბულ ბრძოლაში ლაგოდეხელებმა კოდას გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო კი, 0:0 დასრულდა. ლაგოდეხის გუნდმა რეგიონის უძლიერეს გუნდებს შორის კოკა-კოლას 2018 წლის გათამაშების თასის...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151