სკოლა ყოფილი საცხოვრებელი სახლის შენობაში

სკოლა ყოფილი საცხოვრებელი სახლის შენობაში

ქედაში, სოფელ ძენწმანის მოსწავლეებმა 20 ნოემბრიდან სასწავლო პროცესი ყოფილი საცხოვრებელი სახლის შენობაში გააგრძელეს. მიზეზი არსებული სკოლის რეაბილიტაცია გახდა.

როგორც ძენწმანის სკოლის დირექტორი "აიპრესთან" აცხადებს, სკოლაში სულ 48 მოსწავლე ყავთ, თუმცა ორი სკოლა სოფელ ცხემლის და სოფელ კორომხეთის სკოლა მიერთებულია. ცირა აბულაძის თქმით კი, საცხოვრებელი სახლის შენობაში სასწავლო პროცესს მხოლოდ ძენწმანის ძირითადი სკოლის 38 მოსწავლე აგრძელებს.

შენობაში 7 საკლასო ოთახი და ერთი სამასწავლებლოა. ძენწმანის საჯარო სკოლის შენობას კაპიტალურ რეაბილიტაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უტარებს. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით, მოეწყობა ბიბლიოთეკა, და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

"სანამ კერძო სახლის შენობაში გავაგრძელებდით სასწავლო პროცესს, ძალიან ბევრი სხვა ალტერნატიული შენობა განვიხილეთ, თუმცა საბოლოო არჩევანი მშობლების გადაწყვეტილებითაც გაკეთდა აღნიშნულ შენობაზე. გვქონდა შემოთავაზება, სასწავლო პროცესი უახლოეს სკოლაში გაგვეგრძელებინა, ან პირველი მაისის საჯარო სკოლაში, ან კიდე დაბა ქედის საჯარო სკოლაში, თუმცა მეორე სმენა ვიქნებოდით და სკოლა 7 საათზე დამთავრდებოდა, რაც ჩვენს პირობებში ძალიან რთული იქნებოდა, ამიტომ ჩვენ, მშობლებმა და განათლების სამინისტრომ გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესი კერძო სახლში გაგვეგრძელებინა. აღნიშნულ შენობაში მოვაწყვეთ 7 საკლასო ოთახი და ერთი სამასწავლებლო. რაც მთავარია, შენობაში ძალიან კარგადაა მოწყობილი სველი წერტილებიც", - განაცხადა "აიპრესთან" ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორმა ცირა აბულაძემ.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

56 წუთის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151