სენატორი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში შეიყვანოს

სენატორი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში შეიყვანოს

დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდესმა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, სკრიპალიას საქმის გამო, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Examiner-ი ავრცელებს.

"ტრამპის ადმინისტრაციამ კიმ ჩენ ინის ნათესავის ტაილანდში მოწამვლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორი უწოდა. ადმინისტრაციამ ასევე უნდა განიხილოს აღნიშნული საკითხი რუსეთის მიმართაც",- განაცხადა სენატორმა.

მენენდესის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთი სავარაუდოდ ორგანიზებას უწევდა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საკითხს.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტრამპს, აღიაროს ის საშიშროება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ამერიკელებსა და მსოფლიოს გარშემო ჩვენს მეგობრებს უქმნის," - განაცხადა მან. 

მანამდე, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთისგან პასუხი მოითხოვეს, თუ როგორ აღმოჩნდა საშიში ნივთიერება სამეფოს ტერიტორიაზე. "რუსული აგრესიის" წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დათანხმდა. 

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

გაერო აშშ-ს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლას უარყოფითად აფასებს

38 წუთის წინ

"გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა საბჭოს გარეშე დარჩება,"-განაცხადა გუტერიშმა. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151