ქუთაისში ნამახვანის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ნამახვანის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ნუ ჩაგვძირავთ", "არა ნამახვანჰესს, არა ტვიშჰესს", "გადავარჩინოთ ქუთაისი ნამახვანჰესის საფრთხისაგან" - ამ მოწოდებებით ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან ნამახვანის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობა, რადგან განადგურება ემუქრება ათამდე სოფელს. ასევე, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთა ნაწილიც მდინარე რიონის სანაპიროზეა განთავსებული.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებს მოუწოდებენ, შეაჩერონ ჰესების პროექტები.

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

1 წუთის წინ

ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ის საზღვარზე დააკავეს. "თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151