"ლენდოს"  დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

"ლენდოს" დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული ზ.თ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში, ზ.თ. ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს რუსთავის ფილიალში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 28 710 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ზ.თ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

10 საათის წინ

როგორც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "აიპრესს" განუცხადეს, გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.  ცნობისთვის, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი რამდენიმე წუთში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167