მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტს დაამტკიცებენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტს დაამტკიცებენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტს დაამტკიცებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერი განმარტავს, რომ დიდი მიტარბის პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი ზონის განვითარებას, სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას, ბაკურიანი - დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებას.

"წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ბაკურიანის ქალაქმშენებლობის გეგმა. დღეს გამოგვაქვს დიდი მიტარბის ანალოგიური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დიდი მიტარბის გეგმაზომიერ განვითარებას.

ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონის კურორტად.

რა თქმა უნდა, აქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები, დიდი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის   დიდი სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები. - განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში ერთი კომპლექსი იქნება ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის და ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდი მიტარბში, 100 კილომეტრის რადიუსში ზონაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

57 წუთის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151