დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მისი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ოჯახის თქმით, გიორგი ერთი კვირაა თბილისში იმყოფება და თუ რა მიზნით ცდილობდა ის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, მისთვის უცნობია.

აფხაზური მედიის ცნობით, 13 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონში დააკავეს ზუგდიდის მკვიდრი 1984 წელს დაბადებული გიორგი თენგიზის ძე ზარანდია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზარანდიას მიმართ გალის ე.წ. პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებას ადასტურებენ

12 წუთის წინ

ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რა დროსაც ის საზღვარზე დააკავეს. "თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151