პრემიერი: გზას, რომელსაც ვადგავართ, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება მოქალაქეებზე

პრემიერი: გზას, რომელსაც ვადგავართ, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება მოქალაქეებზე

„ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზას, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებალად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს დასაქმების ზრდას.
"2017 წლის უცხოური ინვესტიციების პირდაპირ ზრდასთან დაკავშირებით, მინდა გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც დაფიქსირდა სტატისტიკის დეპარტამენტის სამსახურის მიერ. ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს. ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა. ანუ 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის, ანუ 315 მილიონი დოლარი ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტის და დასაქმების ზრდაზე.

რეინვესტირების მაჩვენებლის 130%-იანი ზრდა გქვონდა, რაც არის მართალცდა უპრეცედენტო მაჩვენებელი. ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის რეფორმის, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს დავიწყეთ. სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებამ და გაუნაწილებელი მოგების გაუქმებამ მოგვიტანა ეს სახარბიელო შედეგი. ეს ტენდენცია აუცილებალდ აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ თვითმკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზას, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, ეს არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ჩვენ გავქვს და ითვალსიწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე.
ასევე, საქართველოს კაპიტალის მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას მინდა შევეხო, ეს არის მართლაც პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, ეს არის საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგი საქართველოს კაპიტალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.

ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესიტიის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა, და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ BGO ჯგუფთან ერთად დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა, ერთობლივი პრეზენტაცია ამ შედეგის და მე მინდა მივულოცო ამ ჯგუფს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, არა მხოლოდ ამ ჯგუფის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ok

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

6 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167