მეტროსადგური "გურამიშვილი" 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური "გურამიშვილი" 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება.

თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

3 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167